გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთისთვის დამატებითი სანქციების მომხრეა

"მე ვემხრობი რუსეთისთვის დამატებითი სანქციების მომზადებას", - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა ბრუსელში გამართული შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა. ინფორმაციას Deutcshe Welle ავრცელებს.

"მე ვემხრობი რუსეთისთვის დამატებითი სანქციების მომზადების დაწყებას, კონკრეტული ადამიანების სიაში შეყვანას", - აღნიშნა მაასმა.

მისი თქმით, საჭიროა რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგის შენარჩუნებაზე საუბარიც.

"ამავდროულად ჩვენ უნდა ვისაუბროთ, როგორ შევინარჩუნოთ კონსტრუქციული დიალოგი რუსეთთან, იმ შემთხვევებშიც კი, როცა ურთიერთობები გაუარესდა." – აღნიშნა მაასმა.