ერდოღანი: კასპიის ზღვიდან ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდება ხელს შეუწყობს ამ კონტინენტის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას

„კასპიის ზღვიდან ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება ხელს შეუწყობს ამ კონტინენტის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას,“ განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა  თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის (OTS) მე-10 სამიტზე, რომელიც ასტანაში მიმდინარეობს. ერდოღანის თქმით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანი უნდა განვითარდეს, რაც ხელს შეუწყობს მთელი რეგიონის განვითარებას.“


ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქულ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობაც უნდა განვითარდეს.

„ჩვენ გავაგრძელებთ ნაბიჯების გადადგმას მთელი თურქული სამყაროს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ჩვენ ვიმუშავებთ, რომ შემდგომი პერიოდი თურქულ ეპოქად ვაქციოთ,“ - აღნიშნა ერდოღანმა.