ოკუპირებულ აფხაზეთში ღვთისმსახურება შეწყდა

ოკუპირებული აფხაზეთის ტაძრებში ღვთისმსახურება „დროებით - აფხაზური ეპარქიის სტატუსის განსაზღვრამდე“ შეწყდა. ამის შესახებ „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის" წინამძღოლმა, მამა ბესარიონ აპლიამ განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას Ekhokavkaza ავრცელებს.

მამა ბესარიონის თქმით, მიუხედავად ღვთისმსახურების შეწყვეტისა, მრევლისთვის ეკლესიები ღიად დარჩება.

„დღევანდელმა სასულიერო პირებმა თავის გარკვეულ ეპარქიებში უნდა დააყენონ საკითხი, თავისი წინამძღოლების წინაშე, რათა მათ თავის მხრივ, პატრიარქ კირილეს წინაშე დააყენონ საკითხი, თუ რა უნდა მოვიმოქმედოთ სამომავლოდ. 30 წელია, ასეთ სიტუაციაში ვართ და ასე შეუძლებელია. ამიტომაც, ტაძრებში ღვთისმსახურების შეწყვეტის გადაწყვეტილება მივიღე“, - განაცხადა აპლიამ.

რუსული მედიის ცნობით, აპლიამ გადაწყვიტა, რომ არ შეეჩერებინა ღვთისმსახურება სოხუმის მთავარ კათედრალურ ტაძარში.

„მე იქ ომამდეც ვმსახურობდი, ომის შემდეგაც, ამიტომაც კანონიკური უფლება კათედრალურ ტაძარს აქვს", - განაცხადა სასულიერო პირმა.

ბესარიონ აპლიამ იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვის საპატრიარქო აფხაზეთის საეკლესიო საკითხს სტატუსის განსაზღვრით გადაჭრის.