"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას" (ISFED) ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს. ორგანიზაციის გამგეობამ აღნიშნულ პოზიციაზე ნინო დოლიძე აირჩია. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ორგანიზაცია ავრცელებს.
ნინო დოლიძე, რომელიც ბოლო 8 წლის განმავლობაში საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში (IRI) საარჩევნო პროგრამის ხელმძღვანელი იყო, შეცვლის დეკემბერში გადაყენებულ ელენე ნიჟარაძეს.
"ნინო დოლიძე არის საჯარო პოლიტიკის მაგისტრი. მას გააჩნია სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება. ნინოს განხორციელებული აქვს არაერთი პროექტი, რომელიც მიმართული იყო ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობისთვის. ნინო კარგად იცნობს ორგანიზაციას, რადგან 2007-2011 წლებში ის იყო სამართლიანი არჩევნების თანამშრომელი“, - ნათქვამია ISFED-ის განცხადებაში.