მოლდოვის მთავრობამ პრორურ ოლიგარ ილან შორისთან დაკავშირებული პარტიის კანდიდატებს არჩევნებზე რეგისტრაცია გაუუქმა. ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა დორინ რესიანმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„პარტია „შანსის" წარმომადგენლებს სურთ ჩვენი ქვეყნის განადგურება, დაყოფა, სეპარატიზმის გაღვივება და ქაოსსა და ძალადობაში ჩაგდება. ამიტომ, მოლდოვის მთავრობა ვალდებულია, ჩაერიოს,“ - აღნიშნა რესიენმა. „რუსეთის ფედერაცია მოლდოვაში ტანკებით ვერ შემოდის, როგორც უკრაინაში შევიდა, მაგრამ შემოდის ორგანიზებული დანაშაულით,“ - განმარტა მოლდოვის პრემიერმა.
- მოლდოვა პრორუსი ოლიგარქის, ილან შორის პარტიის წევრებისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას გეგმავს
მან კონსტიტუციური წესრიგის განადგურების მცდელობაზეც მიანიშნა და განმარტა, რომ შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე, სამართალდამცველებმა შეკრიბეს სისხლის სამართლის საქმეები, საიდანაც თითქმის 70 უკვე გაგზავნილია სასამართლოში.“
„ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულია ეროვნული უსაფრთხოების მიზნითა და მოლდოვაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ჰიბრიდული ომის კონტექსტში: 2023 წლის 5 ნოემბრის საერთო ადგილობრივ არჩევნებზე „შანსის“ მიერ წარდგენილი კანდიდატების რეგისტრაცია გაუქმდა,” - განაცხადა რესიანმა.
მოლდოვაში არჩევნები კვირას იმართება.
2 ნოემბერს, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ რუსეთი ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩევლების მოსყიდვაში დაადანაშაულა.