ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტთან მოლაპარაკებები გამართა. სალომე ზურაბიშვილთან ონლაინ შეხვედრაზე ლიეტუვის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა.
„საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან კონსტრუქციული საუბარი მქონდა. ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში მისწრაფებისადმი საქართველოს მხარდაჭერაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ამბიციურ დღის წესრიგზე მოახლოებული მაღალი დონის სამიტის წინ. ასევე - პანდემიასთან და მის შედეგებთან ბრძოლის ზომებზე“, - წერს გიტანას ნაუსედა.
ლიეტუველ კოლეგასთან შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტიც შეეხო.
„პოზიტიური საუბარი მქონდა ჩემს ლიეტუველ კოლეგასთან, გიტანას ნაუსედასთან. საქართველო განაგრძობს მტკიცე სვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა, როგორიცაა ლიეტუვა, ძალიან მნიშვნელოვანია“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე.