ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინაში ვიზიტისას განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მალე შესთავაზებენ.
შესაბამისი განცხადება ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ჩვენმა სანქციებმა ძლიერ იმოქმედა რუსეთის ეკონომიკაზე. ძალიან მალე წევრ ქვეყნებს სანქციების მე-12 პაკეტს შევთავაზებთ. იქნება ახალი სიები, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროს მათ, ვინც მონაწილეობს სამხედრო შეჭრასა და ქვეყნის ოკუპაციაში, ბავშვების სასტიკ გატაცებაში, ყალბ ამბების გავრცელებაში, და ასევე ჩართულია პროპაგანდაში,“ - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.