ჩრდილო-დასავლეთ ნეპალში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 157-ს მიაღწია, დაშავებულია ასობით ადამიანი. კავშირი გაწყდა ბევრ დასახლებულ პუნქტთან. მთებში ჩამოწვა მეწყერი, რომელმაც გზები და ბილიკები ჩახერგა.
ნეპალის მიწისძვრების მონიტორინგისა და კვლევის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი 400 კილომეტრით იყო დაშორებული დედაქალაქ კატმანდუდან. წინასწარი მონაცემებით, მიწისძვრის მაგნიტუდა 6,4-ს შეადგენდა. აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა ის 5,6-ით შეაფასა.
სამაშველო სამუშაოში ვერტმფრენები მონაწილეობენ. მეზობელმა ინდოეთმა, რომლის დედაქალაქ დელიშიც იგრძნობოდა მიწისძვრა, ნეპალს „ყოველგვარი შესაძლებელი დახმარებ შესთავაზა.“