კახა კახიშვილმა პარლამენტის სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა და სთხოვა აეხსნა, რა ლოგიკითაა ყაზბეგის რაიონი გახსნილი, ხოლო ზამთრის სხვა კურორტები - არა.
„იქნებ არსებობს სამართლიანი მიზეზები და ჩვენ არ ვიცით? რა ხდება სამთო-სათხილამურო კურორტებთან მიმართებაში. ვფიქრობ, გრადაცია არის უაზრო - მაშინ, როცა ყაზბეგში მუშაობს სასტუმრო, ხოლო ბაკურიანი, გოდერძი, გუდაური და მესტია დაკეტილია, ცოტა არალოგიკურია. გაუგებარია ეს.
ყაზბეგში არ არის კოვიდი? ლოგიკა არ მესმის. თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სასტუმროები გაიხსნას ამ კურორტებზე, მაგრამ არ ამოქმედდეს საბაგირო, სად არის ლოგიკა? ადამიანები კურორტებზე ჩადიან იმისთვის რომ ისარგებლონ საბაგიროებით, ისრიალონ... მოქალაქეებს კრედიტები აქვთ აღებული, კურორტებზე თოვლია, შევუქმნათ მათ პირობები, რომ ცოტა მაინც ამოისუნთქონ“, - განაცხადა კახიშვილმა.