გერმანია ირანს მოუწოდებს,  2015 წლის ბირთვული შეთანხმების პირობები სრულად შეასრულოს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა რანს მოუწოდებს, 2015 წლის ბირთვული შეთანხმების პირობები სრულად შეასრულოს, რაც თავად თეირანის ინტერესებშია. ამის შესაებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

22 თებერვალს, ჰაიკო მაასმა განიარაღების შესახებ გაეროს მიერ გამართულ კონფერენციაში, ჟენევაში, აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მზადაა, კვლავ შეუერთდეს შეთანხმებას, და დასძინა: „ირანის ინტერესებშია, შეცვალოს ახლა კურსი, სანამ შეთანხმება ისე არ დაზიანებულა, რომ გამოსწორება შეუძლებელი იყოს“.

მაასის თქმით, გერმანია ირანისგან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან "სრულ შესაბამისობას, სრულ გამჭვირვალობას და სრულ თანამშრომლობას" ელოდება.