აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა გერმანელი კოლეგა ანალენა ბერბოკი, ბაქოში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აზერბაიჯანული დასახლებების სომხური სახელებით მოხსენიებაში დაადანაშაულა.
„აუცილებელია საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვა სუვერენული სახელმწიფოების ქალაქების სახელებთან დაკავშირებით. გერმანია აცხადებს, რომ მხარს უჭერს აზერბაიჯანის სუვერენიტეტს, მაგრამ ქალაქ შუშასა და ხანქენდზე საუბრისას რატომღაც სომხურ სახელებს იყენებს,“ - განაცხადა ბაირამოვმა.
აზერბაიჯანში ვიზიტის დროს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი, ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა, მაგრამ მოგვიანებით, ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში, მან ეს ღონისძიება, ყარაბაღის პირველი ომის დროს სომხეთიდან დევნილებთან შეხვდრად აღწერა.
„დასავლეთ აზერბაიჯანის საზოგადოებამ“ (საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს აზერბაიჯანელ ლტოლვილებს) ბერბოკი სიცრუეში“ დაადანაშაულა.
ცნობისთვის, 8 ნოემბრის „გამარჯვების დღის აღლუმის წინ“, ხანქენდში აზერბაიჯანის არმიის სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თავისი ქვეყნის დროშა 15 ოქტომბერს აღმართა მთიანი ყარაბაღის მთავარ ქალაქში, რომელსაც აზერბაიჯანელები ხანქენდს უწოდებენ, ხოლო ეთნიკური სომხები - სტეფანაკერტს.