კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე კიდევ ერთი ბადრაგი დააკავეს

სამართალდამცავებმა კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე კიდევ ერთი ბადრაგი დააკავეს. საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებას იუსტიციის სამინისტროში ადასტურებენ.

დაკავებული ბადრაგის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. მოსამართლე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.