აშშ-ის თვითმფრიავების მწარმოებელმა საავიაციო კომპანიამ Boeing-მა მოითხოვა დროებით შეჩერდეს Boeing 777-ების ექსპლუატაცია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცლებს.
კომპანიის განცხადებით, ექსპლუატაცია უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ ჩატარდება გამოძიება, რომელიც მიმდინარეობს აშშ-ში რეისის დროს ერთ-ერთი ძრავის თვითაალების გამო.
მათი თქმით, 128 თვითმფრინავმა არ უნდა შეასრულოს რეისი, სანამ არ შემოწმდებიან, მათ მსგავსი ძრავები აქვთ.
იაპონიის ხელისუფლება არ დაელოდა გამოძიების შედეგებს და დროებით აკრძალა Boeing 777-ის ფრენა. კომპანია Boeing-მა მხარი დაუჭირა ტოკიოს გადაწყვეტილებას.
ცნობისთვის, 21 თებერვალს სამგზავრო თვითმფრინავ Boeing 777-ს, რომელიც რეისს ასრულებდა დენვერიდან ჰონოლულუმდე, ფრენისას ძრავა გაუფუჭდა. მისი ნაწილები ქალაქ ბლუმფილდის საცხოვრებელ რაიონებში ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.