21-ე საუკუნეში დიქტატორს არ უნდა მიეცეს უფლება, დაუსჯელობის გარეშე დაიპყროს ან გაყოს მეზობლის ტერიტორია და დაემუქროს თავისუფლებისა და სუვერენული დამოუკიდებლობის ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლებიც ყველასათვის მნიშვნელოვანია. ამის შესახებ განცხადებას NATO-ში აშშ-ის მისია ავრცელებს.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინის ხალხის ძალისხმევას, დაიცვას თავისი სამშობლო რუსეთის აგრესიისგან,“ ნათქვამია მისიის მიერ გავრცელებულ ტექსტში.