მეათე მოწვევის პარლამებტმა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნდობის მისაღებად წარდგენილი შემადგენლობისა და 2021-2024 წლის სამთავრობო პროგრამის „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ მოსმენა და განხილვა დაასრულა. დეპუტატებმა განახლებულ მთავრობას ნდობა გამოუცხადეს.
ახალ მთავრობას მხარი პარლამენტის 89 წევრმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგი იყო. „მოქალაქეებმა“ მანამდე განაცხადეს, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერდნენ.
საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობენ "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის", "ევროპული საქართველოს", "სტრატეგია აღმაშენებლის", "ლელოს", "ლეიბორისტული პარტიის" და "გირჩის" სიებით არჩეული დეპუტატები, რომლებიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ.