„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი გედევან ფოფხაძე „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, ნიკა მელიას მხარდასაჭერად მივიდა.
როგორც მან განაცხადა, ნიკა მელია იქცა პოლიტიკური უსამართლო თავდასხმების ობიექტად და ამავდროულად, ეს არის ქვეყანაში ოპოზიციურ აზრზე, თავისუფალ აზრზე შეტევა.
„ნიკა მელიაზე თავდასხმა, ეს არის შეტევა დემოკრატიის წინააღმდეგ“, - აცხადებს გედევან გედევან ფოფხაძე.
შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს, სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო. პოლიციამ დაკავების მიზნით, ნიკა მელიას "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მივიდა, შეხლა-შემოხლა მოჰყვა. პარტიის ლიდერები აცხადებდნენ, რომ პოლიციას წინააღმდეგობას გაუწევდნენ და ნიკა მელიას დაპატიმრების უფლებას არ მისცემდნენ.
იმავე დღეს, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა. მიზეზად მელიას საქმეზე "ქართულ ოცნებასთან" შეუთანხმებლობა დაასახელა. გახარიას თქმით, ის თავიდანვე მელიას დაკავების წინააღმდეგი იყო. პრემიერის გადადგომის შემდეგ, შსს-მ განცხადება გავრცელა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაკავების პროცესი დროებით გადადეს.