უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დამტკიცებას ულოცავს.
„ვულოცავ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას. მჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა გააძლიერებს უკრაინისა და საქართველოს სტრატეგიულ თანამშრომლობას ევროკავშირისკენ და NATO-სკენ მიმავალ გზაზე“, - წერს დენის შმიგალი Twitter-ზე.