მაიკლ კარპენტერი მელიას დაკავებაზე: ძალიან სამწუხარო მოვლენები ხდება საქართველოში

"ძალიან სამწუხარო მოვლენები ხდება საქართველოს რესპუბლიკაში, ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინის დარბევით",- ."დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის პენ ბაიდენის ცენტრის" დირექტორი მაიკლ კარპენტერი ნიკა მელიას დაკავებას Twitter-ზე ეხმაურება.

„ძალიან სამწუხარო მოვლენები ხდება საქართველოს რესპუბლიკაში ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინის დარბევით. იმედია, ცივი გონების მქონე ადამიანები გაიმარჯვებენ და სიტუაციის დეესკალაცია ჯერ ისევ შესაძლებელია“ - წერს მაიკლ კარპენტერი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს.