ემანუელ მაკრონი: ბრავო ქართველ ხალხს, რომლის ერთგულება დემოკრატიისა და ევროპის მიმართ აღარ საჭიროებს დამტკიცებას

ემანუელ მაკრონი აქვეყნებს ფოტოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად და ქართულად წერს.

„ბრავო ქართველ ხალხს, რომლის ერთგულება დემოკრატიისა და ევროპის მიმართ აღარ საჭიროებს დამტკიცებას. გააერთიანეთ ძალისხმევა წინსვლისთვის. საფრანგეთი დგას თქვენს გვერდით,” - წერს მაკრონი.

9 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს ელისეს სასახლეში უმასპინძლა.