აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მეჩეველმა, უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ საილავმა ტელეკომპანია CBS-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ირანთან ხუთი ამერიკელი მძევლის დაბრუნების თაობაზე მოალაპარაკებები დაიწყო. მძევლები ამჟამად ისლამურ სახელმწიფოში იმყოფებიან. ინფორმაციას TheHill-ი ავრცელებს.
როგორც საილავმა აღნიშნა, „ამერიკელების შინ უსაფრთხოდ დაბრუნება“ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის „მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.“
„ჩვენ დავიწყეთ ირანელებთან ამ საკითხზე კომუნიკაცია. იმ ფონზე, როცა ისინი განაგრძობენ ამერიკელების უსამართლოდ და უკანონოდ მძევლად დატოვებას, ჩვენ არ მივიღებთ მათგან გრძელვადიან წინადადებებს“ - აცხადებს სალივანი და ირანის ქმედებებს „ჰუმანიტარულ კატასტროფას“ უწოდებს.
ცნობისთვის ირანს ათობით ორმაგი მოქალაქე ჰყავს დატყვევებული, მათ შორის, ხუთი ამერიკელი. თეირანი მათ, ძირითადად, ჯაშუშობაში სდებს ბრალს.