საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Radio France info-სთან ისაუბრა ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე და ასევე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელმაც საქართვეოსთვის განსაზღვრულ ნაბიჯებს მკაცრი პირობები უწოდა.
ზურაბიშვილის შეფასებით, ეს არის უფრო რეკომენდაციები, ვიდრე პირობები და წარსულშიც ვნახეთ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ყველა ეს რეკომენდაცია არ არის შესრულებული, ანუ არც ისე მკაცრია.
პრეზიდენტისთვის ცხადია, რომ დღეს ევროკომისია, უდავოდ სტრატეგიული გარემოებებიდან გამომდინარე, (უკრაინა, შუა აღმოსავლეთი და მსოფლიოში მისი როლიდან გამომდინარე) უფრო ითვალისწინებს გეოპოლიტიკურ და სტრატეგიულ განზომილებას.
„დღეს “სანახევრო“ პასუხი იქნებოდა კატასტროფული ჩემთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის და ძალიან კარგი ამბავი იქნებოდა (იმისთვის, ვინც მას არ იმსახურებს) რუსეთისთვის,“ - აღნიშნავს ზურაბიშვილი.
ჟურნალისტის შეკითხვას, რომ საქართველო ევროპისკენ იყურება იმ დროს, როდესაც ეს არის ქვეყანა, სადაც ნამდვილი ბრძოლაა გავლენებისათვის? პრეზიდენტი პასუსობს, რომ რუსეთმა უკრაინაში ომით უკვე ძალიან ბევრი დაკარგა და განაგრძობს დანაკარგს. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, რუსეთი არ არის მზად კავკასიაში საკუთარი სახის სრულად დასაკარგად. ის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ სომხეთი გადის იმ გზას, რომელიც ძალიან ჰგავს საქართველოსას წინა წლებში. ზურაბიშვილი მიჩნევს, რომ ეს მომენტი კარგია იმისათვის, რომ ევროკავშირმა თქვას: - კმარა!
„არ ვიცი ეს გავლენების ბრძოლაა თუ არა, მაგრამ რუსეთმა უკრაინაში ომით უკვე ძალიან ბევრი დაკარგა და განაგრძობს დანაკარგს. უპირველეს ყოვლისა, მისი სახე, ასევე, სამხედრო და სტრატეგიული გაგებითაც და ის კომპენსაციის წინააღმდეგი არ იქნებოდა. ის არ არის მზად კავკასიაში საკუთარი სახის სრულად დასაკარგად. სომხეთი გადის იმ გზას, რომელიც ძალიან ჰგავს საქართველოსას წინა წლებში. რუსეთი ცდილობს, შეძლებისდაგვარად სარგებელი ნახოს, ცდილობს, ანახოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთში“, რომ ისევ აგრესიულია; აჩვენებს, რომ სურს სამხედრო ბაზების, პორტის, აეროპორტის შექმნა და ეს მომენტი კარგია იმისათვის, რომ ევროკავშირმა თქვას: - კმარა!“ აღნიშნავს პრეზიდენტი.
კითხვას, როდესაც უყურებთ დღევანდელ სიტუაციას, ფიქრობთ, რომ დასკვნები არ იყო გამოტანილი, იქიდან გამომდინარე, რაც მოხდა რამდენიმე წლის შემდეგ, პრეზიდენტი პასუხობს:
პირიქით, ვფიქრობ, რომ დღეს ამ დასკვნებზე ფიქრი მიმდინარეობს, რადგან გარკვეულწილად, გადაწყვეტილება და იმედია ის ევროპული საბჭოს მმართველების მიერ დეკემბერში გამყარდება, სწორედ იმის გაცნობიერებაა, რაც არ გაკეთდა ბუქარესტში 2008 წლის NATO-ს სამიტზე, რომელმაც არ მიიღო უკრაინა და საქართველო და რუსეთს შესაძლოა, გაუჩინა შეგრძნება, რომ ჰქონდა მწვანე შუქი. ეს მწვანე შუქი არ მიეცა რუსეთს დღეს და ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია!“ აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.