"დღის სამწუხარო დასაწყისი თბილისში, ოპოზიციური პარტიის ოფისში განვითარებული მოვლენების გამო", - საქართველოში ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას Twitter-ში გამოეხმაურა.
„დღის სამწუხარო დასაწყისი თბილისში, ოპოზიციური პარტიის ოფისში განვითარებული მოვლენების გამო. საქართველოს მომავლისთვის ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ. ძალადობამ და ესკალაციამ არ შეიძლება გამოიწვიოს დადებითი შედეგები“, - დაწერა დიპლომატმა.