რებეკა ჰარმსი: ეს ძალიან იმედისმომცემად არ ჟღერს საქართველოსთვის

ყოფილმა ევროპარლამენტარმა, "მწვანეთა პარტიიდან", რებეკა ჰარმსმა, ირაკლი ღარიბაშვილის რიტორიკა გააკრიტიკა, რომელშიც ის ამბობს, რომ ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ან სტატუსი დანაშაულებისთვის თავშესაფარი ვერ იქნება და ყველა ადამიანს, ვინც კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასულია, მოუწევს ამ ჩარჩოებში დაბრუნებადა.

ღარიბაშვილის ამ განცხადებას ყოფილი ევროპარლამენტარი Twitter-ზე გამოეხმაურა.

“ეს ძალიან იმედის მომცემად არ ჟღერს საქართველოსთვის და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობისთვის. ახალი პრემიერ-მინისტრი. ძველი კონფრონტაცია”, - წერს ჰარმსი.