დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში განვითარებულ მოვლენებს Twitter-ზე გამოეხმაურა.
"შოკისმომგვრელია ის, რაც დღეს დილით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ შენობასთან ვიხილეთ. თბილისში ძალადობა და ქაოსი ბოლო რამაა, რაც საქართველოს ახლა სჭირდება. მე მოვუწოდებ ყველა მხარეს იმოქმედონ თავშეკავებულად ახლა და მომდევნო დღეებში," - წერს ბრიტანეთის ელჩი.