ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელი კონგრესმენი, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანა-თავმჯდომარე, ადამ კინზინგერი საქართველოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაკავების მიზნით, პარტიის ოფისზე მიტანილ ოპერაციას გამოეხმაურა. ამის შესახებ მან განცხადება Twitter-ზე გამოაქვეყნა.
„ეს ძალიან შემაშფოთებეელი ნაბიჯია საქართველოს მთავრობის მხრიდან. გამომდიანე დაძაბული ვითარებიდან, მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას დრამატული ქმედეებებისგან თავი შეიკავოს. ჩვენ ყველა [მოვლენებს] თვალს ვადევნებთ“, - დაწერა კონგრსემენმა „ტვიტერზე“.
მოგვიანებით კონგრესმენმა კინზინგერმა ასევე გაფრთხილებაც გამოაქვეყნა.
"მე ამ დარბევას პირდაპირ ეთერში ვუყურე. როგორც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანა-თავმჯდომარე, მე ძალიან შეშფოთებული ვარ. ჩვენ ცოტა ხნის წინ წარვადგინეთ საქართველოს მხარდამჭერი აქტი. ეს ავტომატური რამ არაა," - განაცხადა მან.
როგორც კინზიგერი აღნიშნავს, საქართველოში დემოკრატიისთვის სამწუხარო დღეა
"წარმოუდგენლად სულელური ნაბიჯია საქართველოს მთავრობის მიერ ლეგიტიმური პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ. საქართველოში დემოკრატიისთვის სამწუხარო დღეა". - წერს ის.