შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ცხელ კვალზე დააკავეს 1990 წელს დაბადებული ბ.მ., რომელსაც განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ფინანსურ თემაზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1994 წელს დაბადებულ ჯ.მ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.
„ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.