სტოლტენბერგი: დარწმუნებული ვარ, რომ ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა უკრაინის მხარდაჭერას ერთად გააგრძელებენ

NATO-ს გენერალური მდივნის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი თუ გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს იქნება ტრაგიკული მოვლენა უკრაინელებისთვის, მაგრამ ეს ასევე საშიში პრეცედენტი იქნება NATO-სთვის. იენს სტოლტენბერგის თქმით, ავტორიტარი ლიდერები წახალისდებიან და ჩათვლიან, რომ საერთაშორისო სამართლის დარღვევით, სამხედრო ძალის გამოყენებით რაც უნდათ, იმას მიაღწევენ.


„გეშინიათ თუ არა, რომ თუ ეს ომი უკრაინაში გაგრძელდება, ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს, მაგალითად, უნგრეთის მხარდაჭერა შემცირდება, ან იქნებ სხვა ვითარება ვიხილოთ აშშ-ში არჩევნების შემდეგ? გაწუხებთ ის, რომ ევროპელებს მოუწევთ უფრო მეტი ტვირთის ტარება?“ მიმართა ჟურნალისტმა სტოლტენბერგს.

  • „დარწმუნებული ვარ, რომ ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა ერთად გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას. ჩვენ ვიცით, რომ რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინა ბრძოლის ველზე, მით უფრო ძლიერი იქნება მათი პოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან.

ამდენად, ჩვენ თუ გვინდა ამ კონფლიქტის მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტა, იქამდე მისასვლელი გზა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე გადის, რათა ხელი შეეწყოს გადაწყვეტას, რომელიც იქნება ხანგრძლივი და სამართლიანი,“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა.