ელენე ნავერიანის ფილმი - „შაშვი შაშვი მაყვალი“ კოტბუსისა და ბელფასტის კინოფესტივალების პრიზიორია

რეჟისორ ელენე ნავერიანის ფილმმა „შაშვი შაშვი მაყვალი“ კოტბუსისა და ბელფასტის კინოფესტივალებზე მორიგი ჯილდოები დაიმსახურა.

ფილმში შესრულებული როლისთვის მსახიობმა ეკა ჩავლეიშვილმა ბელფასტის კინოფესტივალზე "საუკეთესო შესრულების" კატეგორიაში გაიმარჯვა.

რამდენიმე დღის წინ კი ამავე როლისთვის ეკა ჩავლეიშვილი ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს ნომინანტი გახდა კატეგორიაში „საუკეთესო ევროპელი მსახიობი ქალი 2023", რომლის გამარჯვებული 9 დეკემბერს გამოვლინდება.