"ჩვენ ასე გვესმის კანონის უზენაესობა და დემოკრატიის მთავარი პრინციპები" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ განაცხადა.
„ყველა მოქალაქის, კონსტიტუციურ ფარგლებში, საკუთარი აზრის გამოხატვის უფლებას დავიცავთ და ჩვენ ასე გვესმის კანონის უზენაესობა და დემოკრატიის მთავარი პრინციპები, მაგრამ, რა თქმა უნდა, იმ დათქმით, რომ ყველაფერი უნდა იყოს კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, დღეს პოლიციამ აჩვენა უმაღლესი სანდარტი. ყველა ვალდებულია დაემორჩილოს კანონს.
„ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს, ყველა მოქალაქე განურჩევლად მისი პოლიტიკური კუთვნილებისა თუ გემოვნებისა, ყველა ვალდებულია დაემორჩილოს კანონის აღსრულებას. რაც შეეხება ზოგადად პრაქტიკას, ასე ვთქვათ, გამოყენებულ მეთოდებს, ეს არის აბსოლუტურად ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყნების სტანდარტი. დღეს ჩვენმა გმირმა პოლიციამ აჩვენა უმაღლესი სტანდარტი. ის, რაც არის ევროპული, თანამედროვე, ამერიკული დემოკრატიების სტანდარტების შესაბამისი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან პარტიის ლიდერი სპეცრაზმის საშუალებით გამოიყვანეს და დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალურ ოფისში საპოლიციო დანაყოფებმა ე. წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს.