აჭარაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

აჭარაში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირების დაკავების მიზნით, სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებულია ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი არაერთი პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეცოპერაციის დეტალებზე ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.