დავით სერგეენკო პარლამენტს ტოვებს

დავით სერგეენკო მეათე მოწვევის პარლამენტს ტოვებს.

მანდატის დატოვების თაობაზე დავით სერგეენკოს განცხადება კომიტეტში უკვე შევიდა.

დავით სერგეენკოს მიმართვას 16 ნოემბრის კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ, რის შემდეგაც ამავე დღეს საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა და მას უფლებამოსილება შეუწყდება.

დავით სერგეენკო მეათე მოწვევის პარლამენტში ვიცე-სპიკერის თანამდებობას იკავებდა.

შეგახსენებთ, სერგეენკო უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა შორის იყო.

დავით სერგეენკო 2012 წლიდან 2019 წლამდე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებით ის საბურთალოს მაჟორიტარად აირჩიეს. ის ასევე იკავებდა ვიცე-სპიკერის თანამდებობასაც.