საქართველო NATO-ს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პარტნიორია. უპასუხისმგებლობა იქნება ამის გაფლანგვა - ლინკევიჩუსი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.

წინამორბედებმა განახორციელეს ასოცირების ხელშეკრულება, მათ შორის ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთნხმება. საქართველო NATO-ს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პარტნიორია. უპასუხისმგებლო იქნება, რომ ეს ყველაფერი გაიფლანგოს. ყველა ლიდერმა უნდა გამოიჩინოს თავშეკავება და იხელმძღვანელოს პირველ რიგში სახელმწიფოს ინტერესებით“, - წერს ლინკევიჩუსი.