აშშ და ჩინეთი კლიმატთან დაკავშირებით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ

აშშ და ჩინეთი კლიმატთან დაკავშირებით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ.

ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და ჩინეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს. ჩინეთისა და აშშ-ის შეთანხმება წინ უსწრებს გაეროს კლიმატის სამიტს, რომელიც მიმდინარე თვეში გაიმართება.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთი და აშშ შეთანხმდნენ, რომ კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული თანამშრომლობის შესახებ სამუშაო ჯგუფს შექმნიან.

„ჯგუფი ყურადღებას ენერგეტიკულ გადასვლებზე, მეთანზე, წრიულ ეკონომიკაზე, რესურსების ეფექტურობაზე, ნახშირბადის დაბალ შემცველობაზე, მდგრად პროვინციებზე, შტატებსა და ქალაქებზე და ტყეების გაჩეხვაზე გაამახვილებს. აშშ და ჩინეთი, როგორც ორმხრივად, ისე სხვა მხარეებთან ერთად იმუშავებენ, რათა წინ აღუდგნენ ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე უდიდეს გამოწვევას,“ - აღნიშნულია განცხადებაში.