"ახლაც და მომავალშიც, დიალოგს და ნორმალურ, ცივილიზებულ ურთიერთობას არ აქვს ალტერნატივა", - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძე ნიკა მელიას დაკავების შემდეგ.
კალაძემ ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციის შეფასებისას განაცხადა, რომ „საბედნიეროდ, სპეცოპერაციის დროს არავინ დაშავებულა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“. მან მადლობა გადაუხადა შს მინისტრსს ვახტანგ გომელაურს.
როგორც კახა კალაძემ აღნიშშნა, დღევანდელმა დღემ აჩვენა ისიც, რომ საზოგადოება კიდევ არ არის შეთანხმებული ელემენტარულ სახელმწიფოებრივ პრინციპებზე და ქვეყნის მთავარ პრობლემად რადიკალიზმი რჩება:
„სამწუხაროდ, დღევანდელმა დღემ გვაჩვენა, რომ ოკუპაციის 100 წლისთავზეც არ ვართ შეთანხმებული ელემენტარულ სახელმწიფოებრივ პრინციპებზე, ჯერ კიდევ არ გვაქვს კანონის პატივისცემა, რაც ავტომატურად იწვევს სახელმწიფოს და ერთმანეთის უპატივცემლობას.
ზოგადად, ახლაც და მომავალშიც, დიალოგს და ნორმალურ, ცივილიზებულ ურთიერთობას არ აქვს ალტერნატივა. ერთადერთი, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა პოლიტიკური პარტიებისთვის, სახელმწიფოსთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, წინსვლისთვის, მომავალზე ფიქრისთვის, ეს არის რადიკალიზმი და რადიკალიზაცია, რაც უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში. დიალოგს და ნორმალურ, ცივილიზებულ ურთიერთობას არა აქვს ალტერნატივა“, - განაცხადა კახა კალაძემ.