NATO-მ ადრეული გაფრთხილებისა და მართვის ახალი თვითმფრინავი შეარჩია

NATO-მ შემდეგი თაობის თვითმფრინავი შეარჩია, რადგან ალიანსის ბაზაზე არსებული საჰაერო სადესანტო გაფრთხილებისა და მართვის ფლოტი (AWACS) ექსპლუატაციის ვადის გასვლას უახლოვდება. Boeing-ის ექვსი ახალი E-7A Wedgetail-ის ტიპის თვითმფრინავის წარმოება უახლოეს წლებში დაიწყება.

პირველი თვითმფრინავი, სავარაუდოდ, მზად 2031 წლისთვის იქნება. ამ თვეში მოკავშირეთა კონსორციუმმა დაამტკიცა პროექტი, რომელიც NATO-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი შესყიდვაა.


E-7 Wedgetail-ის ტიპის ადრეული გაფრთხილებისა და მართვის მოწინავე თვითმფრინავი სიტუაციის ცნობიერების, მართვისა და კონტროლის ფუნქციებს უზრუნველყოფს. მძლავრი რადარით აღჭურვილ თვითმფრინავს მოწინააღმდეგის, რაკეტების და გემების აღმოჩენა დიდ დისტანციებზე შეუძლია.

ის ასევე უზრუნველყოფს თვითმფრინავების გადამისამართებას მათი სამიზნეებისკენ. შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და თურქეთი ასევე იყენებენ Wedgetail-ს ან გეგმავენ მის ექსპლუატაციაში გაშვებას.


NATO საჰაერო სადესანტო გაფრთხილებისა და (AWACS) მართვის თვითმფრინავების ფლოტს 1980-იანი წლებიდან მართავს. AWACS გამოიყენებოდა NATO-ს ყველა ძირითად ოპერაციაში, მათ შორის ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. 

„ეს თვითმფრინავები გადამწყვეტია NATO-ს კოლექტიური თავდაცვისთვის და მივესალმები მოკავშირეების ერთგულებას, ინვესტირებას მაღალი დონის შესაძლებლობებში,“ - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, „რესურსების გაერთიანებით, მოკავშირეებს შეუძლიათ, ერთობლივად შეიძინონ აქტივები, რომელთა შეძენა ძალიან ძვირი იქნება ცალკეული ქვეყნებისთვის.ეს ინვესტიცია უახლესი ტექნოლოგიების სფეროში გვიჩვენებს ტრანსატლანტიკური თავდაცვის თანამშრომლობის სიძლიერეს, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ადაპტაციას უფრო არასტაბილურ სამყაროსთან,“ აღნიშნა სტოლტენბერგმა.