"NATO მოელის, რომ საქართველო, როგორც ახლო პარტნიორი და ასპირანტი ქვეყანა, შეინარჩუნებს ევროატლანტიკურ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელთა შესრულებასა და შენარჩუნებაზე ბეჯითად მუშაობდა", - ასე გამოეხმაურა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას. მან განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. მთავარი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს. NATO მოელის, რომ საქართველო, როგორც ახლო პარტნიორი და ასპირანტი ქვეყანა, შეინარჩუნებს ევროატლანტიკურ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელთა შესრულებასა და შენარჩუნებაზე ბეჯითად მუშაობდა. აღნიშნული პოლიტიკური უთანხმოებების დიალოგის გზით მოგვარებასა და პოლარიზებული რიტორიკისა და ქმედებების თავიდან აცილებას მოიცავს“, - წერს ჯეიმს აპატურაიმ.