„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% “ქართულ ოცნებას,” ხოლო 13% “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭერდა მხარს.
გამოკითხვის თანამხად, გამოკითხულთა 25% “ქართულ ოცნებას” პირველ არჩვენად ასახელებს (3% მეორე არჩევნად), 13% “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” (3% მეორე არჩევნად).
რაც შეეხება სხვა პარტიებს:
„ საქართველოსთვის“ – 4 % (4 % მეორე არჩევანი)
„სტრატეგია აღმაშენებელი“ - 3% (4% მეორე არჩევანი)
„ხალხის ძალა“ - 1% (5% მეორე არჩევანი)
„ლელო“ - 2% (4% მეორე არჩევანი)
„გირჩი“ - 3% (2 მეორე არჩევანი)
გირჩი&დროა - ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია - 2% ( 3 % მეორე არჩევანი)
„ლეიბორისტული პარტია“ – 2% ( 3% მეორე არჩევანი)
„მოქალაქეები“ - 2% ( 2% მეორე არჩევანი)
„ხალხისთვის“ - 2% (1% მეორე არჩევანი)
„პატრიოტთა ალიანსი“ - 1% (1% მეორე არჩევანი)
„კონსერვატიული მოძრაობა“ – „ალტ იფნო“ - 1% (1% მეორე არჩევანი)
„ევროპული საქართველო“ - <1% (1% მეორე არჩევანი)
სხვა - 1% (<1% მეორე არჩევანი)
გამოკითხვის მონაცემები 14 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე გროვდებოდა და მასში მონაწილეობა 1,200-ზე მეტმა საქართველოში მუდმივი ბინადრობის მქონე პირმა მიიღო, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ.
გამოკვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 73%.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები კი, განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.