აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩინეთის პრეზიდენტთან დისკუსიებს გულწრფელი უწოდა. BBC-ის ცნობით, მან სი ძინპინთან პირისპირ შეხვედრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
CNN-ის ცნობთ, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ჩინეთის პრეზიდენტი შეხვედრას სან-ფრანცისკოს სამხრეთით მდებარე ისტორიულ მამულში მართავენ. შეხვედრის ზუსტი ადგილი წინასწარ გამოცხადებული არ ყოფილა.
ბაიდენმა შეხვედრის წინ აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის კონკურენცია ვერ გადაიზრდება კონფლიქტში. მან ხაზი გაუსვა, რომ მისი ადრინდელი შეხვედრები სი ძინპინთან, "გულწრფელი, პირდაპირი და სასარგებლო" იყო. აშშ-ის პრეზდენტმა აღნიშნა, რომ ლიდერებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა თავიანთი მოსახლეობის წინაშე, რომ იმუშაონ ერთად, მათ შორის კლიმატის ცვლილების საკითხებზე, ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ და ხელოვნური ინტელექტის თემაზე.
თავის მხრივ, სი ძინპინი მიიჩნევს, რომ ორივე მხარეს შეუძლია, გადალახოს თავისი უთანხმოება და შექმნას პერსპექტიული მომავალი.
„აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობა უნდა განვითარდეს ისე, რომ სარგებელი მოუტანოს ჩვენს ხალხებს,“ - აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა. მისივე თქმთ, დაპირისპირებას ორივე მხარისთვის არასასურველ შედეგები მოჰყვება.
შეგახსენებთ, სი ძინპინმა 6 წლის შემდეგ, აშშ-ში პირველი ვიზიტი დაიწყო.