„ის რაც საქართველოში მოხდა, შემაშფოთებელია. პირველი, ვინც აგებს, ქართველი ხალხია", - ამის შესახებ ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ადერს ფოგ რასმუსენმა twitter-ზე დაწერა.
ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი „გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და მხარეებს თავშეკავების გამოჩენისკენ მოუწოდებს.
"მხარეებს მოვუწოდებ, გამოიჩინონ თავშეკავებულობა და საქართველო უკუსვლით არ წავიდეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ, ვინც საქართველოში კანონის უზენაესობას და დემოკრატიას იცავს,“- წერს ანდერს ფოგ რასმუსენი „ტვიტერში“.