"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სასწრაფო სამედიცინო დახმარება 17 მოქალაქეს დასჭირდა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სასწრაფო სამედიცინო დახმარება 17 მოქალაქეს დასჭირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სასწრაფო სამედიცინო სამსახური ავრცელებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, მიმდინარე მოვლენების განმავლობაში ექიმებმა პირველადი სამედიცინო დახმარება 17 მოქალაქეს გაუწიეს. მათგან 15-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ადგილზევე მსუბუქად შეფასდა. 2 მოქალაქე კი - ჰოსპიტალიზირებული იქნა თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში”, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლინიკა უკვე დატოვა ერთმა პაციენტმა, მეორე კი სამედიცინო დაწესებულებას დღის განმავლობაში დატოვებს.