"ღრმად შეშფოთებული ვარ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, - ამის შესახებ განცხადებას ესტონელი პოლიტიკოსი, ევროპარლამენტარი ურმას პაეტი Twitter-ში აქვეყნებს.
"მე ღრმად შეშფოთებული ვარ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. უთანხმოების მოსაგვარებლად ძალის გამოყენების ნაცვლად, საჭიროა სათანადო დიალოგის გამართვა, რომ დასრულდეს პოლიტიკური პოლარიზაცია", - წერს ევროპარლამენტარი.