"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან დაკავებული ყველა აქტივისტი და პოლიტიკოსი, რომლებიც პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173 მუხლის დარღვევისთვის პოლიციის სხვადასხვა სამმართველოში გადაიყვანა, თავისუფალია.
ისინი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
დაკავებულებს შორის იყვნენ პოლიტიკოსები გიორგი ბოტკოველი და გიორგი ბარამიძე, აქტივისტები - ზუკა ბერძენიშვილი და ირაკლი ფავლენიშვილი.
სამართალდამცველებმა 23 თებერვლის დილას, ნიკა მელიას გარდა, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს.