ესპანეთის პოლიციამ, ინტერპოლსა და აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან ერთობლივი ოპერაციის შედეგად, „სახლების ძარცვასა და ფულის გათეთრებაში სპეციალიზებული ქართული ორგანიზაციის“ 30-ზე მეტი წარმომადგენელი დააკავა.
ოპერაციაში 350 პოლიციელი მონაწილეობდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამშაბათს დაკავებული ჯგუფის წევრები ძირითადად ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მოქმედებდნენ. თუმცა საგამოძიებო მოქმედებები, ბარსელონის გარდა, კიდევ სამ ქალაქში: ესტეპონაში, მარბელასა და ალიკანტეში ჩატარდა.
გაჩხრიკეს გადამზიდავი კომპანიის ოფისიც. ესპანეთის პოლიციის ვერსიით, ბრალდებულები, შესაძლოა, იქიდან გზავნიდნენ მოპარულ ნივთებს.