ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტი: კონკრეტულ „წითელ ხაზებზე“ მივუთითეთ

„აქ საკარნახებლად არ ვართ, არამედ იმისთვის ვართ, რომ საქართველოს ვახლდეთ მის ევროპულ გზაზე,“ - ამის შესახებ ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ ფრენდომ  განაცხადა.


„ძალიან გრძელი და ნაყოფიერი დღე გვქონდა, რომლის განმავლობისას ქვეყნის მაღალჩინოსნებს შევხვდით. ყველა ამ შეხვედრაზე აზრების ძალიან ღია და გულწრფელი გაცვლა გვქონდა. ვენეციის კომისია საქართველოში ჩამოვიდა, რათა თავისი ერთგულება აჩვენოს საქართველოს და დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანი უფლებების გაუმჯობესების გაგრძელებას საქართველოში და ქართულ საზოგადოებაში.


ჩვენ, რა თქმა უნდა, ასევე ვისაუბრეთ რეკომენდაციების მნიშვნელობაზე, რომლებსაც ვენეციის კომისია თავის მოსაზრებებში გასცემს და იმის მნიშვნელობაზე, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, მითითებებს ვაძლებთ, მაგრამ ქართველმა ოფიციალურმა პირებმა უნდა იპოვონ გზები, თუ როგორ შეასრულონ ეს მითითებები.

ჩვენ ასევე კონკრეტულ წითელ ხაზებზე მივუთითეთ და, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის მოსაზრებების მხრივ. რა თქმა უნდა, დიალოგის ერთგულნი ვართ, ვინაიდან ვენეციის კომისია არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, ეს ექსპერტების ორგანიზაციაა და აქ საკარნახებლად არ ვართ, არამედ იმისთვის ვართ, რომ საქართველოს თან ვახლდეთ მის ევროპულ გზაზე,” - განაცხადა ფრენდომ.


ვენეციის კომისიის დელეგაცია, საქართველოში ოფიციალური ვიზიტს მართავს. 15-17 ნოემბერს, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს  ირაკლი კობახიძეს, ასევე, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს; საქართველოს პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. ვენეციის კომისიის დელეგაციის შემადგენლობაშია ტანია ვან დაიკი, სამდივნოს წარმომადგენელი.

დელეგაციის შემადგელობაში არიან კომისიის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკლ ფრენდო (მალტა); დირექტორი/ვენეციის კომისიის მდივანი, სიმონა გრანატა-მენჯინი და ვენეციის კომისიის წევრი (ნორვეგია), ეირიკ ჰოლმოვიკი. ვენეციის კომისიის დელეგაცია, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს, პრესკონფერენცია გამართეს.