ესტონეთის საგარეო უწყება გმობს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის ძალადობრივი შტურმით აღებას

"ესტონეთი მკაცრად გმობს ოპოზიციური პარტიის ოფისის ძალადობრივი შტურმით აღებას და პოლიტიკური სიტუაციის ესკალაციას თბილისში", - ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრსო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების საკითხს და ოფისში განხორციელებულ გამოეხმაურა.

ესტონეთის საგარეო უწყებამ განცხადება Twitter-ზე გამოაქვეყნა.

"ესტონეთი მკაცრად გმობს ოპოზიციური პარტიის ოფისის ძალადობრივი შტურმით აღებას და პოლიტიკური სიტუაციის ესკალაციას თბილისში. მოვუწოდებთ მთავრობასა და ოპოზიციას თავშეკავებისა და პოლიტიკურ დიალოგში დაბრუნებისკენ. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მომავლისთვის სწორი გადაწყვეტილებების მიღება",- აღნიშნულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.