გერმანიის ბუნდესტაგმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველოს და მოლდოვის შეტანას ითვალისწინებს. შესაბამისად, გერმანია თავშესაფრის მიცემაზე გაცილებით მარტივად ეტყვის უარს საქართველოს და მოლდოვის მოქალაქეებს და უფრო სწრაფად შეძლებს მათ დეპორტაციას.
გერმანული DW-ს ინფორმაციით, ბუნდესტაგმა გადაწყვეტილება 16 ნოემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო. კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს მხოლოდ „მემარცხენე პარტიის“ დეპუტატებმა.
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული და ფედერალური მთავრობის მიერ მოწონებული კანონპროექტი უნდა დაამტკიცოს ფედერალური მიწების პალატამ - ბუნდესრატმაც.
- შოლცი არალეგალური მიგრაციის კონტროლზე: უფრო ხშირად და სწრაფად უნდა მოვახდინოთ დეპორტაცია
- გერმანიის შს მინისტრის თქმით, გერმანია საქართველოსთან მიგრაციის სფეროში შეთანხმების გაფორმებას გეგმავს
გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ შსს-ს მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარი 2023 წლის აგვისტოში დაუჭირა, რის შემდეგაც პროექტი დასამტკიცებლად პარლამენტს გაეგზავნა.