ანზორ მელია: ტერორისტებს არ იყვანენ ისე, როგორც ნიკა მელია აიყვანეს

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია ამბობს, რომ ვითარების ასეთი განვითარებისთვის მზად იყო.

მისი თქმით, „ის ბედნიერია, რომ მისმა შვილმა საკუთარი ქვეყნისთვის თავი გადადო და ბედნიერია, რომ ის მთელ საქართველოს უყვარს და მთელ ოპოზიციას“.

„ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილი მექრთამეობისთვის და ქურდობისთვის კი არა, ქვეყნის სიყვარულისთვის დაიჭირეს. ჩემი ტელეფონი არ ჩერდება უცნობი ხალხი მლოცავს და მადლობას მიხდის ნიკას გაზრდისთვის. მშობელს მეტი რა უნდა, როცა იცი მისი შვილი სარგებელს მოუტანს ქვეყანას. ბედნიერი ვარ და თანაც ამაყი ვარ ნიკას ხალხი ასე აფასებს.

ტერორისტს რომ ეძახიან ნიკას, საკუთარ თავებს შეეკითხონ თავის ცხოვრება საქართველოს სიყვარულს შეალიეს, თუ ფულის კეთებას. დაკავებას ნამდვილად ველოდი. მთელი ღამე არ მიძინია და დილას როდესაც ვნახე, მეუღლესაც ვუთხარი, რომ დაიწყო-მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ ნიკა დაიჭირეს, ბედნიერებაა, რომ სისხლი არ დაიღვარა.

მეამაყება, რომ ნიკამ შეძლო გაეერთიანებინა ოპოზიციის ლიდერები, ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ მომწერა... ნიკას მეგობრებიც მამხნევებენ, მაგრამ მე გამხნევებული ვარ, არც ერთ მშობელს არ ვუსურვებ შვილის დაჭერას, მაგრამ ისიც ხომ საკითხავია, შვილი ქურდობაზე არ დაუჭერიათ, მექრთამეობაზე არ დაუჭერიათ, შვილი დაიჭირეს საქართველოს სიყვარულის გამო და როგორ უყვართ ნიკა... ყველა მლოცავს ასეთი შვილის გაზრდისათვის, არა მგონია ღარიბაშვილს, კობახიძის და თალაკვაძის მშობლებსაც ლოცავდეს ხალხი ასე", - აცხადებს ანზორ მელია ტელევიზიებთან საუბრისას.

შგახსენებთ, რომ დღეს დილით სპეცრაზმა ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში დააკავა. სპეცრაზმს ოფისში შეჭრისას წინააღდეგობა გაუწიეს მელიას თანაგუნდელებმა და აქტივისტებმა, რა დროსაც 17-მდე ადამიანი დაშავდა. 14 მსუბუქი დაზიანება მიიღო. ორი საავადმყოფიში გადაიყვანეს და სამინისტროს ცნობით, დღესვე გაწერენ.