შარლ მიშელი კიევში ჩადის - Politico

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი მომავალი კვირის დასაწყისში კიევს ეწვევა. ამის შესახებ Politico წყაროზე დაყრდნობით წერს.

ვიზიტი ევროკავშირის სამიტამდე ხორციელდება, სადაც ევროკავშირის ლიდერები უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყების თაობაზე ევროკომისიის რეკომენდაციას განიხილავენ.


ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევს ევროკომისიის რეკომენდაციების გასაჯაროებამდე ეწვია და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ევროკავშირის მხარდაჭერას დაჰპირდა.