"სახალხო დამცველმა ემოციურ შეძახილებს თავი დაანებოს, ის არის ნაცდამცველი", - ასე გამოეხმაურა გია ვოლსკი სახალხოს დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებას.
"ნინო ლომჯარიამ ამ ემოციურ შეძახილებს თავი დაანებოს, ჯობია და სამართლებრივად შეაფასოს ვითარება - რამდენად დაცული იყო ადამიანის უფლებები, როცა აკავებდნენ, გადააჭარბა თუ არ გადააჭარბა ძალას პოლიციამ, სწორი გადაწყვეტილება არის სასამართლოსი თუ არ არის სწორი, ამაზეც კი შეუძლია, იმსჯელოს, მაგრამ რა იყო სამარცხვინო, მე უკეთ ვიცი.
სამარცხვინოა, როცა ადამიანებს დედას აგინებენ პირდაპირ ეთერში, პრეზიდენტს ამკობენ ისეთი სიტყვებით, რომელიც გამოწვევაა მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის და სახალხო დამცველი დუმს.
სახალხო დამცველი არის ნაცდამცველი, აბსოლუტურად მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ჩამოიშორებს ამ შეფასებას და სახელწოდებას მისი საქმიანობა, დაფიქრდეს, სამართლებრივი შეფასებები მისცეს და ამ თემასთან დაკავშირებით ვიკამათოთ, ეს არის მისი ვალდებულება", - აცხადებს გია ვოლსკი.
სახალო დამცელი ნიკა მელიას დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არაფერი ამაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს.