მამუკა მდინარაძე აშშ-ის საელჩოზე: ეს არის ძალიან კრიტიკული განცხადება. შევეცდებით, სიმართლეში დავარწმუნოთ

"ეს არის ძალიან კრიტიკული განცხადება. შევეცდებით, სიმართლეში დავარწმუნოთ", - ასეგ გამოეხმაურა ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებას.

"არაგულწრფელი უნდა ვიყო, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა ხელისუფლების წარმომადგენლებმა. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან კრიტიკული განცხადება.

ჩვენ დეტალურად შევეცდებით, ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორი დავარწმუნოთ სიმართლეში. აქ არის ერთი მთავარი ამბავი - აქ არის სიმართლე, რომ ადამიანმა თავად თქვა კანონის შესრულებაზე უარი". – ამბობს მამუკა მდინარაძე.

აშშ-ის საელჩო: დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე